20 ნოემბერი 2024,   20:22
ვრცლად
სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ნაწილი კომპენსაციით უკმაყოფილოა

13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ნაწილი აცხადებს, რომ წესი, რომლის მიხედვითაც მათი ზარალი დაანგარიშდა არ არის არასამართლიანი და მათ რამდენჯერმე მეტი თანხა ეკუთვნით.

ისინი ამ ეტაპზე უარს ამბობენ კომპენსაციის მიღებაზე და აცხადებენ, რომ დამოუკიდებელმა ექსპერტმა უნდა იმუშაობს ამ საკითხზე.

დაზარალებულები ვარაუდობენ, რომ ამ შემთხვევაში თანხა რამდენჯერმე გაიზრდება.

კომპენსაციების გაცემის პროცესთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერმინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებული ოჯახების კომპენსაციის პროცესი დაიწყო.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს და კომპანიას, ვინც წვლილი შეიტანა დაზარალებულების დახმარებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები