20 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ნაწილი დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს

13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულები მიიჩნევენ, რომ ზარალის დათვლა არასწორად მოხდა და დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ.

მერიის ქონების მართვის სააგენტოში განმარტავენ, რომ დამატებითი ექსპერტიზა არ ჩატარდება. თანხა კი, რომელსაც დაზარალებულებს სთავაზობენ, ზიანს სრულად ანაზღაურებს.

შეთანხმებას ზარალის ანაზღაურების მიღებასთან დაკავშირებით ხელი უკვე შვიდმა ოჯახმა მოაწერა. თანხა მათ უახლოებს დღეებში ჩაერიცხებათ.

50–ივე ოჯახის დასაკმაყოფილებლად მერიის ანგარიშზე 18 მილიონი ლარი უკვე შეგროვდა, აქედან 10 სხვადასხვა კომპანიებისა და არასამთავრობოების მიერ ტრაგედიის პირველივე დღეებში გადაირიცხა.

მერიის ინფორმაციით სულ ზარალმა ზოოპარკის გადატანის ხარჯის გარეშე 100 მილიონი შეადგინა.

მსხვილი თანხების გადარიცხვას დაზარალებულთა ფონდში უკვე აღარ ელოდებიან.

 

ავტორები: თეონა ცხომელიძე, ნატა კუჭაიძე, გიორგი ჩიკვილაძე

 
ამავე თემაზე
დღის ამბები