ნავთობკომპანიები სასამართლოში სარჩელს ამზადებენ - 5 უმსხვილესი ნავთობიმპორტიორი კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც კომპანიებს ჯარიმის სახით 55 მილიონი ლარს გადახდა დაეკისრათ.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე კომპანიების მხრიდან კონკურენციის კანონის დარღვევას გამორიცხავს.
ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში, ისინი სასარჩელო განცხადებით სასამართლოს მიმართავენ.
კომპანია „ვისოლის“ წერილობით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არ ეთანხმება სააგენტოს გადაწყვეტილებას და მათთვის 10 მილიონზე მეტი ჯარიმის დაწესებას.
ნავთობკომპანიებს სიმშვიდისკენ მოუწოდა დღეს პრემიერმა. მინისტრთა კაბინეტში მიაჩნიათ, რომ სასმართლო დავის შემთხვევაში მოპასუხე კონკურენციის სააგენტოს, მყარი არგუმენტები ექნება.
კონკურენციის სააგენტოს მოკვლევის თანახმად, 2008- 2014 წლებში საწვავის სასაქონლო ბაზარზე ირღვეოდა კონკურენციის დაცვის პრინციპი და შეთანხმებული ფასი მოქმედებდა.
ავტორები: ნატა მახვილაძე, ნინო ჭულუხაძე, ალექსანდრე ჩივაძე