20 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
პროკურატურის რეფორმა განხორციელდა - საპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს ითხოვს

პროკურატურის დაპირებული რეფორმა განხორციელდება, თუმცა არა იმ ფორმით, როგორც ეს ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამაში იყო გაწერილი.

რეკომენდაციები და მოთხოვნები, რომ იუსტიციის სამინისტროს შემუშავებულ ვარიანტში ცვლილებები შევიდეს, ვენეციის კომისიამ და არასამთავრობოებმა უკვე წარადგინეს.

მესამე სექტორი ხელისუფლებას, მთავარი მბრალდებლის შერჩევის პროცესზე პრემიერის, იუსტიციის მინისტრისა და მმართველი კოალიციის გავლენის შემცირებისკენ მოუწოდებს.

კანონპროექტის კიდევ ერთმა ინიციატორმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ პირობა დადო, რომ პროკურატურის შესახებ კანონპროექტზე არსებული შენიშვნების დიდ ნაწილს სამინისტრო გაითვალისწინებს.

საპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებს ითხოვს, რომლის მიხედვითაც მთავარი მბრალდებელს პრეზიდენტის პარლამენტის თანხმობით ნიშნავს.

მმართველი გუნდის დანაპირების მიხედვით, მთავარი პროკურორი სულ მცირე 5 წლის ვადით თანამდებობაზე პრეზიდენტს, პარლამენტის თანხმობით უნდა დაენიშნა. უმრავლესობა მთავრობის მიერ მომზადებულ პროექტში ხარვეზებს ვერ ხედავს.

პროკურატურის შესახებ კანონით იცვლება მთავარი პროკურორის არჩევის წესი.

 

ავტორები: ნინო სამყურაშვილი, ქეთი ნადიბაიძე, მარიამ შანშიაშვილი, თამაზ თხილიშვილი

 
დღის ამბები