საბერძნეთში მცხოვრები ქართველები მთავრობას მიმართავენ და დახმარების სპეციალური პროგრამის შემუშავებას ითხოვენ.
მიმართვაში ნათქვამია, რომ მძიმე ეკონომიკური ვითარება, რომელიც საბერძნეთში შეიქმნა, შესაძლოა საქართველოს მოქალაქეებისთვის სამსახურების დაკარგვის მიზეზი გახდეს.
ემიგრანტები ამბობენ, რომ კრიზისის გამო უსამსახუროდ დარჩენილებისთვის მთავრობამ დახმარების სპეციალური პროგრამა უნდა შეიმუშავოს, რომელიც დროებითი კომპენსაციების 220 ლარის გაცემასაც გულისხმობს.
პეტიციაში განსაზღვრულია კატეგორიებიც, ვისზეც კომპენსაცია უნდა გაიცეს.
ემიგრანტების პეტიციის დეტალები უცნობია მთავრობის ადმინისტრაციისთვის. მინისტრთა კაბინეტის წევრები ვერ აკონკრეტებენ რის შეთავაზებას შეძლებს ხელისუფლება ქვეყანაში დაბრუნებული საკუთარი მოქალაქეებისთვის.
ავტორები: თამარ ბაღაშვილი, თეა ადეიშვილი, იაგო გოგილაშვილი, გიორგი მაისურაძე