დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე დღეს საბერძნეთში ქართველ ემიგრანტებს შეხვდება. საქართველოს მოქალაქეები ზაალ სარაჯიშვილს იმ პეტიციას გადასცემენ, რომელიც მათ შეიმუშავეს.
გელა დუმბაძის მოადგილე სალონიკსა და ათენში მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრის შემდეგ მოხსენებით მთავრობის წინაშე წარსდგება.
საბერძნეთის კრიზისის გამო დაზარალებული საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად, ემიგრანტები მთავრობას პეტიციით მიმართავენ.
მიმართვაში ნათქვამია, რომ მძიმე ეკონომიკური ვითარება, რომელიც საბერძნეთში შეიქმნა, შესაძლოა საქართველოს მოქალაქეებისთვის სამსახურების დაკარგვის მიზეზი გახდეს.
ემიგრანტები ამბობენ, რომ კრიზისის გამო უსამსახუროდ დარჩენილებისთვის მთავრობამ დახმარების სპეციალური პროგრამა უნდა შეიმუშავოს, რომელიც დროებითი კომპენსაციების 220 ლარის გაცემასაც გულისხმობს.