20 ნოემბერი 2024,   20:21
ვრცლად
“თუ საჭიროება მოითხოვს უნდა გაფართოვდეს მეჩეთი,"-დასავლეთ საქართველოს მუფთი

მძიმე მარხვის შემდეგ მუსლიმანური სამყარო დღეს რამადან ბაირამს ზეიმობს. სადღესასწაულო ლოცვა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთშიც შესრულდა. ქართველ მუსლიმებს ბაირამი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ მიულოცა.

მორწმუნეების ნაწილი მეჩეთში ვერ დაეტია, რის გამოც რელიგიური რიტუალი მათ ქუჩაში შეასრულეს, თუმცა დასავლეთ საქართველოს მუფთის ბეგლარ ქამაშიძის განცხადებით, სამუფთოს გადაეცა რეზიდენცია და შენობა, სასწავლებლისთვის, ამიტომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის, ან არსებულის გაფართოების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგება, თუ ამის განსაკუთრებული საჭიროება იქნება.

“თუ საჭიროება მოითხოვს უნდა გაფართოვდეს მეჩეთი, გარემონტდეს, მოგვეცეს საშუალება, რომ ვილოცოთ. სახელმწიფო გვიდგას გვერდში და შეიმუშავებს იმას, რაც სჭირდება მუსლიმ თემს,”-განაცხადა დასავლეთ საქართველოს მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ. 

 

 

 
დღის ამბები