"ჩოქური ბიუჯეტის ქურდი," "დააბრუნე ცოლით ნაშოვნი ფული,"-ამ ლოზუნგებით სამგორის რაიონის გამგეობასთან აქცია იმართება. ამავე უბნის კორპუსების ამხანაგობის თავმჯდომარეები სამგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მამუკა ჩოქურის გადადგომას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეების თქმით, გამგებელი ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან სამგორის რაიონისთვის ყურადღების მიქცევას ითხოვენ.