20 ნოემბერი 2024,   20:19
ვრცლად
„ქუთაისის მერიამ ბავშვებს წაართვა სიხარული და ლამაზი საღამო,“- "რუსთავი 2"-ის მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი

ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებას ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიგა სულაძე ეხმაურება. სულაძე ამბობს, რომ ქუთაისის მერიამ აღნიშნული გადაწყვეტილებით "ქუთაისელებს ლამაზი საღამო, ბავშვებს კი სიხარული წაართვა."

"ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება ქუთაისის ვიცე-მერთან ნოდარ მიქიაშვილთან. ვიყავით ჩამოსულები სამშაბათს. გავიარეთ ლოკაციები, გავიარეთ სად უნდა ყოფილიყო სცენა და ა.შ. ჩვენ გვქონდა შეთანხმება შემდეგი სახის, რომ რეალურად ღონისძიება „რუსთავი 2- შენთვის" უნდა განხორციელებულიყო ქუთაისში, ეს იყო საჩუქარი "რუსთავი 2"-ის მხრიდან ქუთაისელებისთვის. ზარი შემოვიდა "რუსთავი 2"-ში, რომ არის რაღაც შეფერხებები,  ეს ინფორმაცია ჩვენ გავიგეთ გუშინ მთელი დღე ვცდილობდით ვითარებაში გარკვევას. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი გადაწყვეტილებით მერიამ ბევრი სიხარული წაართვა ბავშვებს, და ძალიან ლამაზი საღამო წაართვა მოქალაქეებს,"- აცხადებს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის მარკეტინგისა და პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი გიგა სულაძე.

 

 


Status: 

დღის ამბები