"ჩვენ გვინდოდა ბავშვებისთვის ერთი ლამაზი დღე გვეჩუქებინა,"- ასე გამოეხმაურა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ადმინისტრაციული დირექტორი ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ქალაქში პროექტი "რუსთავი 2-შენთვის" აღარ გაიმართება.
„ყველა ბავშვის ოცნება იყო, ამ გადაცემებში მოხვედრა. ბუნებრივია ჩვენ ყველა ბავშვს სტუდიაში ვერ მივიყვანთ. ასეთი ღონისძიებები არის ძალიან კარგი საშუალება, რომ სტუდიებიდან ეს გასაბერი სათამაშოები ჩამოვიტანოთ, გავბეროთ, ვათამაშოთ და ვაჩუქოთ ერთი ლამაზი დღე ბავშვებს,"-აცხადებს ტელეკომპანიის ადმინისტრაციული დირექტორი ჯანო ჟვანია.