"შენ ხარ პუტინი და მოღალატე, გადადექი,"-ამ და სხვა შეძახილებით ამ წუთებში რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის სახლთან ხმაურიანი აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები პაატა ზაქარეიშვილის იმ განცხადებებს აპროტესტებენ, რომელიც მან ბოლო დღეების განმავლობაში საოკუპაციო ხაზის გადმოწევის შესახებ გააკეთა.
აქციას ზაქარეიშვილის სახლთან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის "სამართლის თაობა," "აპრიორი" და "სამაჩაბლო საქართველოა" მართავს. ამასთან აქციაზე იმყოფება უფლებადამცველი გოგა ონიანიც.
აქციაზე რამდენიმე წუთის წინ დააკავეს "პატრიოტთა ლეგიონის" ლიდერი ბესო გაზდელიანი.