20 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
კავკასიის რეგიონში არასაპატიმრო სანქციების გამოყენებას განიხილავენ

"პრობაციის ფუნქციები და მეთოდოლოგიები, პირობითი მსჯავრი, არასაპატიმრო სანქციები, განრიდება"-ამ თემებზე თბილისში რეგიონული კონფერენცია მიმდინარეობს.

ორგანიზაცია ”ციხის საერთაშორისო რეფორმის” მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე სამხრეთ კავკასიის რეგიონში არასაპატიმრო სანქციების გამოყენებას განიხილავენ.

კონფერენციას აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან სამთავრობო სტრუქტურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებიან. ღონისძიების მიზანი ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლაა.

 
დღის ამბები