20 ნოემბერი 2024,   20:15
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის გადამღები ჯგუფი ქუთაისის მერთან შესახვედრად არ შეუშვეს

18 ივლისს "რუსთავი 2" ქუთაისში კონცერტის ჩასატარებლად ემზადებოდა, თუმცა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით ხვალ დაგეგმილი კონცერტი აღარ გაიმართება. 

"კურიერის" გადამღები ჯგუფი დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად დღეს ქუთაისის მერიაში იმყოფებოდა, თუმცა დაცვის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს არც მერთან და არც მის მოადგილესთან შეხვედრის საშუალება არ მისცეს. 

როგორც "კურიერის" გადამღებ ჯგუფს დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა განუმარტეს, მერი დილიდან შეხვედრებს მართავს, მისი მოადგილე კი სამსახურში არ იმყოფება. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები