20 ნოემბერი 2024,   20:24
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის გაუქმებული კონცერტი - მერიის პოზიცია ქუთაისელებისთვის გაუგებარი აღმოჩნდა

ქუთაისში "რუსთავი 2"-ის მიერ დაგეგმილი კონცერტი ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ერთი დღით ადრე გააუქმა. მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული გადაწვეტილება ადგილობრივი მოსახლეობისთვის მოულოდნელი და მიუღებელი აღმოჩნდა. 

დღეს "კურიერის" გადამღები ჯგუფი ქუთაისელებს გაესაუბრა. როგორც აღმოჩნდა ადგილობრივები კონცერტის ჩატარების იდეით გახარებულები იყვნენ და ღონისძიებაზე დასწრებას გეგმავდნენ.

მოსახლეობის ერთი ნაწილი აცხადებს, რომ ისინი სოფლებიდან ჩამოვიდნენ კონცერტზე დასასწრებად. მეორე ნაწილის თქმით კი ქუთაისში ბევრი გასართობი და ღირშესანიშნაობა არ არის და ბავშვები აპირებდნენ "რუსთავი 2-ის" მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე დასწრებას. 

"ჩემი შვილები იყვნენ ძალიან გახარებულები იმიტომ, რომ მათთვის იყო ძალიან საინტერესო,"-აცხადებს "კურიერთან" საუბრისას ადგილობრივი მცხოვრები. 

ამავე თემაზე
დღის ამბები