"არა პანორამა თბილისს"- ამ ლოზუნგით რამდენიმე საათში დღეს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები შეკრებას საკრებულოს შენობასთან 18:00 საათისთვის დაიწყებენ.
შეკრება მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ "პანორამა თბილისის" მშენებლობისთვის ყველა ნებართვა უკვე გასცა. არასამთავრობო ორგანიზაციები პროექტის შეჩერებას მოითხოვენ და პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.