20 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
"შეაყარე კედელს ცერცვი," "არა პანორამა თბილისს" - აქცია თბილისის საკრებულოსთან

"შეაყარე კედელს ცერცვი," და "არა პანორამა თბილისის მშენებლობას,"- ამ ლოზუნგებით აქცია გაიმართა თბილისის საკრებულოსთან. 

აქციის მონაწილეებმა საკრებულოს შენობას ცერცვი შეაყარეს და ამ ქმედების მიზეზიც ახსნეს. 

"ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ და არავინ არ გვისმენს, ამიტომაც შევაყარეთ ცერცვი,"- აცხადებენ აქციის მონაწილეები. 

საკრებულოსთან შეკრებილები პანორამა თბილისის მშენებლობის პროცესის გაჩერებას და პროცესში საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებას ითხოვენ.

აქცია უკვე დასრულებულია.  

 
ამავე თემაზე
დღის ამბები