სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები სასჯელაღსრულების ქალთა კოლონიაში იმყოფებოდნენ. ისინი ადგილზე გაეცნენ მსჯავრდებულების საცხოვრებელ პირობებს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ დღის წესრიგში დგას ის საკითები, რომელზეც საუბარია სახალხო დამცველის ანგარიშში, მათ შორის ქლალების შესვლისას და გამოსვლისას შემოწმების საკითხი, ასევე ჰიგიენური საშუალებების პრობლემა.
„ვნახე შემოწმების ოთახი, რასთან დაკავშირებითაც, არის სახალხო დამცველის ანგარიშში პრეტენზიები, რომ ხდება გაშიშვლება პატიმრების შესვლისა და გამოსვლის დროს,“ - განაცხადა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ.
არასამთავრობოებთან ერთად მეხუთე დაწესებულებაში სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილეც იმყოფებოდა.
კახა კახიშვილის განმარტებით, პატიმრების გაშიშვლება დაწესებულებაში მიღების დროს ევროპის ქვეყნებში დანერგილია.
სასჯელაღსრუელბის დაწესებულებაში ყოფნის შმედეგ არსაამთავრობოებმა განაცხადეს, რომ აუცილებელია მონიტორინგის მექანიზმის შემუშავება, რათა მსგავსი შეხვედრები პატიმრებთან პერმანენტული იყოს.