20 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
ქუთაისის მერიამ "რუსთავი 2"-ს დაგეგმილი კონცერტი ჩაუშალა

ხვალ ქუთაისელები "რუსთავი 2"-ის კონცერტზე დასწრებას ვერ შეძლებენ. გასართობი პროგრამა, რომელიც ჩვენი საჩუქარი იყო ქალაქისთვის იმ მიზეზით ჩაიშალა, რომ მერიამ "რუსთავი 2"-ს უარი უთხრა ცენტრალურ მოედანზე სცენის მოწყობაზე, თანაც ერთი დღით ადრე მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება ადგილობრივ ხელისუფლებასთან არსებობდა.

წერილობითი შეტყობინების შემდეგ დღეს ქუთაისის მერმა და მისმა მოადგილემ სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს, მეტიც მუნიციპალიტეტში მისული გადამღები ჯგუფი შენობაში არ შეუშვეს. 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქუჩები რომელზეც მიმდინარე სამუშაოების გამო კონცერტის ჩატარებაზე "რუსთვი 2"-ს უარი უთხრეს 2 თვეა გადათხრილია, თუმცა ამის მიუხედავად ცენტრალურ მოედანზე ორი ღონისძიება გაიმართა.  მთავარ მოედანზე კონცერტის გამართვა კი "რუსთავი 2"-ს თავიდანვე ქუთაისის მერიამ შესთავაზა. ჩვენი ტელეკომპანია კი ღონისძიების გამართვას ბალახონში გეგმავდა.

ადგილობრივი მოსახლეობისთვის კი მერიის გადაწყვეტილება გაუგებარი და მიუღებელია დღეს ისინი ამბობდნენ, რომ ხვალ კონცერტზე მისვლას აპირებდნენ. 

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები