ტელეკომპანია „რუსთავის 2-ის“ გენერალური დირექტორი ქუთაისის მერიის მიერ პროექტ „რუსთავი 2 შენთვის“ ჩაშლის ფაქტს ეხმაურება და მას „არასერიოზულს და უპასუხისმგებლოს“ უწოდებს.
"ეს არის ან არასერიოზულობა და უპასუხისმგებლობა ამ ქალაქის ხელმძღვანელობის, რაზეც ძალიან ვწუხვარ და ქუთაისელების გამო ვწუხვარ, რომ ესეთი უპასუხისმგებლო და არასერიოზული ხელმძღვანელობა ჰყავთ, ან ცენტრალური მთავრობის ჩარევა და მითითება.
ჩვენ ამ კონცერტს ჩავატარებთ მომდევნო კვირას ბალახონში, მაგრამ მერია ამაზე მადლობას ვერ მიიღებს, პირიქით,“-აცხადებს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიამ სიტყვიერი თანხმობის შემდეგ "რუსთავი 2-ს" ოფიციალური წერილი მისწერა, რაზეც კონცერტის ჩატარებაზე უარი განუცხადა, მიზეზად კი ქალაქის ქუჩებში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასახელა.