არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა სასუჯელაღსრულების ქალთა კოლონიაში შესვლისა და გამოსვლის დამამცირებელ გარემოებებში შემოწმებაზე ინფორმაცია პირადად მსჯავრდებულებისგან მიიღეს.
სამოქალაქო სექტორის წევრები მოითხოვენ, რომ უსაფრთხოების შემოწმება არა ქალების გაშიშვლებით, არამედ შესაბამისი დეტექტორებით მოხდეს.
ეს სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილი ერთ-ერთი ფაქტია, რომელზეც უჩა ნანუაშვილი რეაგირებას ითხოვს.
სასჯელაღსრულების სამინისტროში უსაფრთხოების წესების შეცვლას არ აპირებენ და განმარტავენ, რომ რეგულაციები ევროპულ სტანდარტს შეესაბამება.
უჩა ნანუაშვლი ჰიგიენური საშუალებების არარსებობასა და ციხეში შესვლა–გამოსვლისას ქალების დამამცირებელ გარემოებებში შემოწმებაზე საუბრობდა.
ავტორები: თეონა ცხომელიძე, დავით მაისურაძე.