ოლიმპიური ცეცხლი ჯერ მთელი საქართველოში, შემდეგ თბილისში ბოლოს კი დედაქალაქის მთავარ მოედანზე მიიტანეს.
მეჩირაღდნეებმა ოლიმპიური ცეცხლი პრემიერ-მინისტრს გადასცეს, ირაკლი ღარიბაშვილმა კი მთავარი ჩირაღდანი დაანთო.
პრემიერ-მინისტრი საზეიმო ღონისძიებას შვილებთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.
"გილოცავთ ყველას ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლას ჩვენს დედაქალაქში ეს არის საოცარი დღე. საქართველოში 2 თვის წინ საამაყო და სიმბოლურ დღეს დამოუკიდებლობის
აღდგენის დღეს ათენში აენთო ცეცხლი, რომელიც ჩვენი დედაქალაქისთვის იყო განკუთვნილი. ამ ცეცხლმა მთელი საქართველო შემოიარა. მე მინდა მთელ საქართველოს
მივულოცო დღევანდელი დღე. მადლობას ვუხდი ლერი ხაბელოვს, დავით ნარმანიას, ალეკო ახვლედიანს. განსაკუთრებით მივესალმები ჩვენს მოხალისეებს. 2 თვის განმავლობაში მათთან ერთად მთელი საქართველო შემოიარა ოლიმპიურმა ცეცხლმა. მივესალმები მთავრობის წევრებს. ზუსტად 9 დღეში თბილისი უმასპინძლებს გამორჩეულ ოლიმპიურ ფესტივალს.თბილისი არის მზად, რომ ღირსეულად უმასპინძლოს ამ ღონისძიებას. მე მჯერა, რომ ბევრ ოქროს მედალს მოვიპოვებთ,"- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.