20 ნოემბერი 2024,   20:19
ვრცლად
ლოტოში მოგებული მილიონ 700 ათასზე მეტი ლარი - საქართველოს ახალი მილიონერი შეემატა

საქართველოს ახალი მილიონერი შეემატა. რუსთავი2-ის ეთერით ლოტოში გუშინ საღამოს ჯეკპოტი გათამაშდა.

მილიონ 670 ათასი ლარზე მეტი 33 წლიანი სტაჟის მქონე სოხუმის თეატრის მსახიობმა, ნუგზარ ჩიქოვანმა, მოიგო. გამარჯვებული ამჟამად რუსთავი2-ის თანამშრომელია და როგორც თავად ამბობს, უკვე 5 წელია, ლოტოს სისტემატიურად თამაშობს.

ნუგზარ ჩიქოვანი მოგებული მილიონით ვალების გასტუმრებას გეგმავს.

 
დღის ამბები