02 მაისი 2024,   05:24
ვრცლად
მექსიკაში ავტოსაგზაო შემთხვევას 53 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 58 კი დაშავდა

მექსიკაში ავტოსაგზაო შემთხვევას 53 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 58 დაშავდა. 

მიგრანტებით სავსე სატვირთო მანქანა მოხვევის დროს ამოტრიალდა და ხიდს შეეჯახა. დაღუპულებს შორის არიან ქალები და ბავშვები.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილების უმრავლესობა გვატემალასა და ჰონდურასის მოქალაქეები იყვნენ.

დღის ამბები