მილიონი ლარით მევალეების გასტუმრებას 55 წლის არტისტი შეეცდება. სოხუმის თეატრის მსახიობმა ნუგზარ ჩიქოვანმა ლოტოში 1 მილიონ 671 ათას 045 ლარი მოიგო.
ნუგზარ ჩიქოვანის მსგავსად, გაუმართლა ვარკეთილში იმ ჯიხურის გამყიდველსაც, სადაც მსახიობმა ბილეთი იყიდა.
49 წლის ციალა ბურდულს ლატარიის კომპანია გამარჯვებული ბილეთისათვის 33 ათასს ლარზე მეტს ჩაურიცხავს.
დედოფლისწყაროელი გამყიდველი ამ თანხით სახლისთვის გამოტანილ კრედიტს დაფარავს.
ლოტოს 574-ე გათამაშებისას გუშინ ჯეკპოტის გამარჯვებული გამოვლინდა.
ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი