20 ნოემბერი 2024,   20:18
ვრცლად
"მამა რუსმა სამხედრომ დააკავა,"- თოთლაძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კნოლევიდან გატაცებული 53  წლის ვაჟა თოთლაძის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. გატაცებულის ოჯახის წევრები დახმარებას ითხოვენ. 

როგორც თოთლაძის შვილი ამბობს, მამის დაკავებას თავად შეესწრო და ის რუსმა სამხედრო პირმა დააკავა. 

"მე და მამაჩემი ნაკვეთში ვიყავით სათიბად. რუსი შევამჩნიე. გამოვიქეცი, მამა დარჩა. რუსი მივიდა მამაჩემთან და დავინახე  ელაპარაკებოდა. უკვე მეორე დღეა არაფერი ვიცით,"- აცხადებს ხვიჩა თოთლაძე.

 

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები