ბარაკ ობამა ნიუ-იორკის საზოგადოების წინაშე კიდევ ერთელ წარსდგა მამის ამპლუაში.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა შვილებთან ერთად ჯერ მანჰეტენის ქუჩებში, შემდეგ კი ცენტრალურ პარკში გაისეირნა.
პრეზიდენტის ოჯახის უსაფრთხოების მიზნით საიდუმლო სამსახურმა ნიუ-იორკის ყველაზე ხალხმრავალი ადგილები დროებით გადაკეტა, რაც მეგაპოლისისთვის საკმაოდ უჩვეულო მოვლენაა.
ნიუ-იორკელები პრეზიდენტსა და მის შვილებს შორიდან შეძახილებითა და ტაშით მისალმნენ.