ავარიას ბათუმში ახალაგზრდა მამაკაცი შეეწირა. შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა.
”მერსედესის” მარკის ავტომობილი ქვეითად მიმავალს დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა. დაღუპული ახლომდებარე მაღაზიაში მუშაობდა.
თვითმხილველების თქმით, მძღოლს შემთხვევის ადგილი არ დაუტოვებია და ის დაზარალებულს საავადმყოფოში გაჰყვა.
გამოძიება 275-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს გულისხმობს, რომლის დროსაც ადამინი დაიღუპა.