ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში ხურვალეთში ქართველი სამართალდამცავების მობილიზაცია შეინიშნება. როგორც "კურიერის" გადამღები ჯგუფი იტყობინება ქართულ საგუშაგოსთან დამატებით ათამდე საპატრულო პოლიციის ავტომობილი მივიდა.
პიკაპის მარკის ავტომობილების გამოჩენის შემდეგ სამართალდამცავებმა ჟურნალისტებს საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.
რითია გამოწვეული უსაფრთხოების ნორმების გამკაცრება ეს ამ დროისთვის ცნობილი არ არის.