ამ წუთებში დედაქალაქის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პანორამა თბილისის მშენებლობის პროცესს აპროტესტებენ.
როგორც ისინი ამბობენ, მშენებლობა სამართლებრივი ნორმების დარღვევით მიმდინარეობს.
თბილისის საკრებულოსთან შეკრებილ პარტიზან მებაღეებს ტრანსფარანტებზე სწორედ დარღვეული მუხლები აქვთ ამოწერილი.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პანორამა თბილისის მშენებლობა თბილისზე არის სივრცული ძალადობა.
პარტიზანი მებაღეები აქციების გაგრძელებას მომავალშიც გეგმავენ.
ავტორი: ეკო მაღრაძე