"კურიერის" გადამღებმა ჯგუფმა ქართული საგუშაგოს გვერდის ავლით საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფელ ნადარბაზევში შეღწევა მოახერხა.
სოფელი ნადარბაზევი საოკუპაციო ხაზიდან 350 მეტრშია. ადგილობრივები შეშინებულები არიან და დახმარებას ითხოვენ.
"არავინ გვეხმარება, გვეშინია, კომბაინები რაც შემოვიდა მხოლოდ იმ ხალხთან მიდის ვისაც 100 ჰექტარი აქვს ჩვენთან არ მოდიან,"- აცხადებენ ადგილობრივები.
დილიდან კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების დასახმარებლად რეგიონში სპეცტექნიკაა შეყვანილი.
ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
ავტორი: სალომე ბოკუჩავა