2 თვეზე მეტია, რაც ესპანეთის ციხეში საქართველოს 6 მოქალაქე თურქ და სირიელ მეზღვაურებთან ერთად დაკავებულია. დაკავებული ქართველების მდგომარეობა მძიმეა, მათ ნაწილს, როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ.
დაკავებული მეზღვაურების ოჯახის წევრების განცხადებით მათი ახლობლები არ იყვნენ საქმის კურსში, რომ გემზე ნარკოტიკული საშუალებები არსებობდა. პოსტსკრიპტუმთან საუბრის დროს დაკავებულების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათი ინფორმაციით გემზე ნარკოტიკული საშუალებები თურქმა და სირიელმა მესაზღვრეებმა აიტანეს, რასაც მათსა და ქართველებს შორის კონფლიქტი მოჰყვა. რამდენიმე წუთში კი ესპანელმა სპეცნაზმელებმა ყველა მათგანი დააკავეს.
ესპანური მედიის ცნობილით, სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მცურავ გემზე 8 პირი, მათგან 6 საქართველოს მოქალაქეა დაკავებული. კარტახენთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ამოღებულია 2 ტონა ნარკოტიკული საშუალება.
დაკავებული ქართველი მეზღვაურების შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები ითხოვენ. უცნობია, ბრალი რის გამოც ქართველები 2 თვეზე მეტია დაკავებულები არიან.
ავტორი: თეა ადეიშვილი