20 ნოემბერი 2024,   20:19
ვრცლად
"საქართველოში რუსული პროპაგანდა ძლიერდება," - "განსხვავებული აქცენტები"

საქართველოში რუსული პროპაგანდა ძლიერდება," - ამ შინაარსის სატელევიზიო გადაცემა "განსხვავებული აქცენტების" შემოქმედებითმა ჯგუფმა მოამზადა.  გადაცემაში საუბარია იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებზე რომლებიც საქართველოში ანტიდასავლური და პრორუსული აქცენტებით გამოირჩევიან. 

გადაცემაში აღნიშნული ორგანიზაციების ჩამონათვალი სხვადასხვა კვლევების გაცნობის შემდეგ მოხვდა. 

პრორუსულ არასამთავრობო ორგანიზაციებად საქართველოში  ევრაზიის ინსტიტუტი, ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბლი, სახალხო მოძრაობა რუსული დიალოგისთვის და ევრაზიული არჩევანი დაასახელეს. მათ პარტნიორ მედიასაშუალებებს კი გაზეთები, ალია, საქართველო და მსოფლიო, ასავალ-დასავალი, საქინფორმი, ასევე ინტერნეტ გამოცემა ივერიონი და მედიაკავშირი ობიექტივი წარმოადგენენ. 

გადაცემაში განსაკუთრებით ყურადღებაა გამახვილებული მედიაკავშირ ობიექტივზე.

მედიაკავშირი ობიექტივის ეთერში ბოლო დროის განმავლობაში რუსულენოვანი ორი ფილმი გახმოვანებისა და სუბტიტრების გარეშე გავიდა. ერთ-ერთი ფილმი სახელწოდებით "პრეზიდენტია", რომელის ექსპერტულ წრეებში შეფასებულია როგორც ვლადიმერ პუტინის პროპაგანდისტულ ფილმად. 

ასევე მედიაკავშირი ობიექტივის ეთერში გავიდა სკანდალური ფილმი ყირიმზე სახელწოდებით "ყირიმი გზა სამშობლოსკენ".

როგორც გადაცემაში მოწვეული სტუმრები ამბობენ, განსაკუთრებულად ქვეყანაში პრორუსული პროპაგანდა  2013 წლის შემდეგ გააქტიურდა. 

"განსხვავებულ აქცენტებში" მონაწილე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ იმასაც, რომ განსაკუთრებულად პრორუსული არასმთავრობო ორგანიზაციები შეხვედრებს მოსახლეობასთან რეგიონებში და სტუდენტებთან მართავენ. 

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ყურადღებას ამახვილებენ, პრორუსული ორგანიზაციების დაფინანსების გზებზეც. როგორც ირკვევა, არაერთი ასეთი ტიპის ორგანიზაციის დაფინანსების გზები ცნობილი არ არის.

გადაცემის წამყვანი ეკა კვესიტაძე აცხადებს, რომ საქართველოში პრორუსული პროპაგანდა 4 გზით ვრცელდება. პირველი ეს არის მედია ორგანიზაციები, მეორე - არასამთავრობო ორგანიზაციები, მესამე - სასულიერო პირების ნაწილი და მეოთხე - პოლიტიკური პარტიები და მათი ლიდერები. 

როგორც გადაცემის წამყვანი და "განსხვავებულ აქცენტებში" მოწვეული სტუმრები ამბობენ, პრორუსული პროპაგანდა ძირითადად არის აგებული ფრაზებზე "ამერიკა ქართველობას წაგვართმევს", "ევროპაში ინცესტი დაკანონებულია" "NATO-ში ვერასდროს გავწევრიანდებით, რუსთი არ დაუშვებს ამას," "რუსეთი არის ერთ მორწმუნე" ამის დასასაბუთებლად გადაცემში მოყვანილი არის საეთერო ჩანაწერები და სტატიები რომლებიც პრორუსული ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ კეთდება. 

დღის ამბები