20 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
"ბიუჯეტიდან პრორუსული მედიასაშუალებები 234 ათას 556 ლარით დაფინანსდა"- განსხვავებული აქცენტები

საქართველოს  ბიუჯეტიდან პრორუსული მედიასაშუალებები ფინანსდებიან, - ამის შესახებ საუბარი გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" იყო. გადაცემის წამყვანის ეკა კვესიტაძის განცხადებით, გადაცემაში მოყვანილი ინფორმაცია "მედიის განვითარების ფონდმა" გამოითხოვა და სპეციალური კვლევა მოამზადა. 

აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, პრორუსულ და ანტიდასავლური მედიასაშუალებების დასაფინანსებლად სულ ჯამში საქართველოს ბიუჯეტიდან 234 ათას 556 ლარი გამოიყო. ამ თანხიდან მედიაკავშირმა ობიექტივმა 2013-14 წლებში ბიუჯეტიდან 52 ათას 167  ლარი მიიღო. 

ეტალონ მედია, რომელიც მედიაკავშირ ობიექტივის ეთერში გადის 68 ათას 616 ლარით დაფინანსდა.

გაზეთმა საქართველოს რესპუბლიკამ - 63 ათას 923 ლარი, ალია ჰოლდინგში შემავალ გამოცემებს "ალიას" და "კვირის ქრონიკას"  48 ათას 650 ლარი ჩაერიცხათ. "ასავალ-დასავალი კი 1200 ლარით დაფინანსდა. 

გაზეთი "ასავალ-დასავალი" ყოფილი პრემიერმინისტრის შეფასებით ეროვნული პრინციპებით გაჯერებული და სამაგალითო ბეჭდური მედიაა. აღნიშნულ გაზეთში ცოტა ხნის წინ მოქმედი პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუც დაიბეჭდა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები