სამოქალაქო განათლებაში აბიტურიენტები გამოცდას დღეს პირველად ჩააბარებენ.
ცხრამეტივე საგამოცდო ცენტრში გამოცდა დილის 9:00 საათზე დაიწყება. ახალგაზრდებს ტესტზე სამუშაოდ სამი საათი ექნებათ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს 2 ივლისს ქართულის გამოცდით დაიწყო და 22 ივლისს ქიმიის გამოცდით დასრულდება. არჩევითი საგნების ჩამონათვალს სამოქალაქო განათლება წელს პირველად დაემატა.