ესპანეთის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ხვალ საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლებმა უნდა მოინახულონ. 6 მეზღვაური, თურქ და სირიელ მოქალაქეებთან ერთად, უკვე 2 თვეზე მეტია დაკავებულია.
მიზეზი გემზე ნაპოვნი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებაა. ქართველი მეზღვაურების ოჯახის წევრების თქმით, კანონდარღვევის შესახებ მათი ახლობლები საქმის კურსში არ იყვნენ. მათივე ინფორმაციით, დაკავებულების უმეტესობას ამ დრომდე არ უნახავს საკუთარი ადვოკატი.