ლიკა კიკიანი დღეს თბილისის პროკურატურაში მიდის. კლუბ ”ვიტამინის” მენეჯერი მისი საქმის მიმდინარეობას გაეცნობა.
ამის უფლება კიკიანს მას შემდეგ მისცეს, რაც ის მომხდარში დაზარალებულად ოფიციალურად ცნეს.
დღესვე კიკიანი აპირებს პროკურატურას განცხადებით მიმართოს.
მისი მტკიცებით, სამართალდამცველები ვაკის პოლიციის განყოფილებიდან მიზანმიმართულად უვრცელებენ ჭორებს, თითქოს ის ნარკოტიკების გამსაღებელია.
„მინდა, რომ განცხადება შევიტანო და მათ დახმარებით მივმართო, იმიტომ რომ პოლიციას უნდა რომ შემეშინდეს და გავჩერდე. სასაცილო ჭორებს მივრცელებენ. სადაც ორი კვირა გაგრძელდა ეს ამბავი და ვერ მომერიენ, ეხლა საერთოდ არ გავჩერდები,“ - განაცხადა ლიკა კიკიანმა.