აქცია მიმდინარეობს დილიდან ქუთაისში ჭავჭავაძის ქუჩაზე. სავაჭრო ცენტრ "გრანდ მოლისა" და ბაზრობების მოვაჭრეები გარე ვაჭრობის აკრძალვას ითხოვენ.
მათი თქმით, გარე ვაჭრობის გამო მათ მყიდველი აღარ ყავთ. ქუჩაში 300-მდე ადამიანია გამოსული.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ გარე მოვაჭრეებისთვის მათ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილების მიცემა შეუძლიათ. სხვა სახის ქმედება კი პატრულის უფლებამოსილებაა.