ლიკა ფაცაცია, რომელმაც გლდანში შენობის ჩამონგრევისას სხეულის ძლიერი დამწვრობა მიიღო, გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში იუსტიციის სახლმა გაავრცელა. ლიკა ფაცაცია სწორედ იუსტიციის სახლში მუშაობდა ხანგრძლივი სივრცის ოპერატორად.
იუსტიციის სახლი მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
გლდანში შენობა გაზის გაჟონვის გამო ჩამოინგრა. ექიმები ლიკა ფაცაციას გადარჩენას რამდენიმე დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ.