20 ნოემბერი 2024,   20:12
ვრცლად
ქართველების წარმატება მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში

საქართველოს ნაკრები გუნდის წევრები მათემატიკის 56-ე საერთაშორისო ოლიმპიადიდან, რომელიც წელს ტაილანდში ჩატარდა, 4 მედლითა და 1 სიგელით დაბრუნდნენ. ბოლო 5 წლის განმავლობაში წელს ქართველმა მოსწავლეებმა გამორჩეულად კარგად იასპარეზეს და მაღალ შედეგს მიაღწიეს.

აღსანიშნავია, რომ მათემატიკის საერთაშრისო ოლიმპიადა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ ოლიმპიადად ითვლება. ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება და მასში 80-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.

საქართველოს წარმომადგენლები ყოვესწლიურად მონაწილეობენ საერთაშორისო ოლიპიადებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სრულად აფინანსებს საქართველოს ნაკრები გუნდის შერჩევას, წვრთნას და ოლიმპიადაში მონაწილეობას.

დღის ამბები