შემოსავლების სამსახურმა გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმებისა და პროდუქტის კონტროლი დაიწყო.
თითქმის ერთი კვირაა სამსახურის თანამშრომლები საბაჟოზე შემოსული პროდუქტის ეტიკეტირების წესებთან შესაბამისობას ამოწმებენ. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეიცავს ინფორმაციას, პროდუქტი წარმოადგენს თუ არა გენმოდიფიცირებულს, ხდება ნიმუშების აღება ლაბორატორიული ანალიზისთვის.
პასუხის მიღებამდე საქონელი შეჩერებას ექვემდებარება. შემოსავლების სამსახურში დღეს ეტიკეტირების წესების დარღვევისას ბიზნეს ოპერატორების დაჯარიმების წესებიც განმარტეს.