ვახტანგ გომელაურის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად გადაყვანას ეხმაურებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ ვახტანგ გომელაურს წარმატება უსურვა.
“მან ამ ხნის განმავლობაში რაც შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მართლაც ღირსეულად გაართვა თავი თავის გუნდთან ერთად. დარწმუნებული ვარ ეს ადამიანი ღირსეულად გაართმევს თავს ამ დიდი საპასუხისმგებლო საქმეს,“ - განაცხადა კახი კალაძემ.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ვახტანგ გომელაურზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის არის ადამიანი, ვისი ნდობაც შეიძლება.
„ვახტანგ გომელაურს, რომელიც არის ერთგული კაცი, რომლის ნდობაც შეიძლება და რომელსაც თანამშრომლობის ძლიან დიდი კულტურა აქვს, წარმატებებს ვუსურვებ,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმაც ისაუბრა.
„ვფიქრობ რომ ის იქნება წარმატებული ხელმძღვანელი,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.
ვახტანგ გომელაურს წარმატებები გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმაც უსურვა.