20 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
თბილისში ავტობუსების გაჩერებები აიღეს

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ თბილისის რამდენიმე უბნიდან ავტობუსის გაჩერებები აიღეს. ფოტომასალა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა. 

ერთ-ერთი ადგილი, საიდანაც ავტობუსის გაჩერება მოიპარეს, შავი ზღვის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაა. აღნიშნულ ადგილზე ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია მივიდა. 

მელიას თქმით, დედაქალაქში კომიკური ვითარებაა. 

"შავი ზღვის უნივერსიტეტის წინ მოვიდნენ, მოიპარეს მოსაცდელი. არის კომიკური სიტუაცია. ამ ტექნიკას დავსდევთ ჩვენი მანქანებით, გადამალეს ავტობუსების გაჩერებები.
ეს ელემენტარული პირობა ვერ შეუქმნეს ოლიმპიურ სოფელს, რომ გაჩერებები ყოფილიყო,"- აცხადებს ნიკა მელია. 

ადგილობრივები კი თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოები არიან.  

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები