20 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
13 ივნისის სტიქიის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტრომ დასკვნა გაავრცელა

გარემოს დაცვის სამინისტრო აქვეყნებს დასკვნას თბილისში 13 ივნისს მომხდარ წყალდიდობასთან დაკავშირებით.

დოკუმენტში საუბარია უპრეცედენტოდ ძლიერი წვიმის და მეწყერული პროცესების დამთხვევით გამოწვეულ სტიქიაზე.

გარემოს დაცვის სამინისტროში ასევე საუბრობნენ ვერეს ხეობის შესასწავლად დაგეგმილ ღონისძიებებზე - ამ კვლევის მიზანი ხეობაში მიმდინარე სახიფათო პროცესების გამოვლენაა.

"დასკვნაში არის რეკომენდაციები. ეს რეკომენდაციები ვადებით არის მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი. ანუ საუბარია თუ რომელი უნდა შესრულდეს ახლა და რომელი უნდა განხორციელდეს სამომავლოდ. რეკომენდაციების ის ნაწილი რომელიც გადაუდებლად აუცილებელობას საჭიროებს უკვე დაწყებულია. ასევე სამინისტროს დაგვავალეს ვერეს ხეობაში ზონა რომელიც სიცოცხლისთვის არის საშიში," - განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები