ქართულ ტელესივრცეში ყველაზე პოპულარული მეგაშოუს, X ფაქტორის, ფინალამდე რამდენიმე საათი რჩება.
ფინალური შოუ 22:00 საათზე დაიწყება.
დღევანდელ შოუში 3 ფინალისტია: გიორგი ნაკაშიძე - კატეგორია ბიჭები; ნინი ბრეგვაძე - კატეგორია გოგოები და ბავშვების კატეგორიიდან - მარიამ ჯანჯღავა.
სამივე კონკურსანტი ფინალურ შოუში რამდენიმე სიმღერას შეასრულებს.
დღევანდელი შოუს ერთ-ერთი ტური ქართულ ფოლკლორს დაეთმობა, რომელსაც გიორგი უშიკიშვილი ხელმძღვანელობს.
მეგაშოუს ორგანიზატორები დღეს მაყურებელს ბევრ სიურპრიზს ჰპირდებიან. მათთან ერთად სამივე კონკურსანტი მზად არის, გახდეს 2015 წლის X ფაქტორი.