20 ნოემბერი 2024,   20:16
ვრცლად
სვანეთში ნესკრაჰესს იტალიური კომპანია ააშენებს

სვანეთში ნესკრას 280 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურს იტალიური კომპანია სალინი-იმპრეჯილო ააშენებს.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია ჰესის ინვესტორმა, კორეულმა ქეი ვოთერმა დაასახელა.

გადაწყვეტილება სამშენებლო ტენდერში გამარჯვებულთან დაკავშირებით კორეულმა კომპანიამ საპარტნიორო ფონდსა და საერთაშორისო კონსულტანტების მონაწილეობით სეულში სამუშაო შეხვედრაზე მიიღო.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია მშენებლობის სამობილიზაციო სამუშაოებს ზაფხულის ბოლოს დაიწყებს.

 

 

 
დღის ამბები