02 ოქტომბერი 2024,   22:18
ვრცლად
ანაკლიაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

ანაკლიაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო. გვამის იდენტიფიკაცია უკვე მოხდა. თუმცა, გარდაცვლილის ასაკიდან გამომდინარე ჩვენ მის ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ.

ცხედარი ექსპერტიზაზე ქუთაისშია გადასვენებული. 

ამ დროისთვის უცნობია, თუ რა ვითარებაში დაიღუპა ახალგაზრდა ბიჭი. ის 12 საათის მერე ითვლებოდა დაკარგულად და ცხედრის პოვნა მხოლოდ საღამოს ბანაკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხერხდა. 

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. 

 
დღის ამბები