აგვისტოს ომსა და სამშვიდობო მისიებში გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების დედებს შეხვდა თავდაცვის მინისტრი. თინა ხიდაშელი გაეცნო მათ პრობლემებსაც, რომელსაც პირადად შეისწავლის მინისტრის ერთ-ერთი მრჩეველი.
შეხვედრისას ასევე იმსჯელეს სოციალური პროგრამებისა და დაღუპულთა ოჯახების კომპენსაციებზე, ქუჩების, სკვერებისა და სკოლებისთვის გარდაცვლილი სამხედროების სახელების მინიჭების საკითხზე.