ქვეყანაში სიტყვის გამოხატვის თავისუფლების, შეკრებისა და მანიფესტაციების უფლების შეზღუდვასა და ამ მხრივ არსებულ პრობლემებზე საუბრობენ არასამთავრობოები.
მათი შეფასებით, ბოლო პერიოდში რამდენჯერმე დაირღვა კონსტიტუცია.
არასამთავრობოები ასევე აქციის მონაწილეთა დაკავების გახშირებულ ფაქტებზე საუბრობენ და საჯარო მოხელეებს თმენის ვალდებულებას ახსენებენ.
გამოხატვის თავისუფლების მხრივ არსებულ პრობლემებზე დღეს ისინი პრესკონფენრეციას გამართავენ.