ანაკლიაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო. მოზარდის გაუჩინარების შესახებ მისმა თანმხლებმა 10 წლის ბავშვმა შეატყობინა სანაპიროზე მყოფ დამსვენებლებს, რომლებმაც მომხდარის თაობაზე მაშველებს აცნობეს.
ახალგაზრდა ზღვაში შესვლიდან მალევე გაუჩინარდა და დაახლოებით ნახევარ საათში წყალმა ცხედარი იქვე ახლოს გამორიყა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია. მას ექსპერტიზა დაადგენს. გარდაცვლილი მოზარდი ზუგდიდელია. ცხედარი ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული. მომხდარზე 115-ე მუხლით არის გამოძიება დაწყებული.