მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მიზნით სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში შესატან ცვლილებებს განიხილავენ დღეს ჯანდაცვის კომიტეტში. ინიციატორი დეპუტატი გოგა ხაჩიძეა.
ცვლილებების მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების, კანაფის თუ მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა გასაღების მიზნის გარეშე, წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ჯარიმის 500-დან 100-ს ლარამდე შემცირებას და ადმინისტრაციული პატიმრობის გაუქმებას.